სიმართლის პირი (იტალ.რომში, იტალია. დგას სანტა-მარია-ინ-კოზმედინის ეკლესიის პორტიკის მარცხენა კედელთან, პიაცა დელა-ბოკა-დელა-ვერიტაზე, ძველი ბოარიუმის ფორუმის (ძველი საქონლის ბაზარი) ადგილას. შუასაუკუნეების მტკიცე ლეგენდის თანახმად, იგი მოაჭრის ხელს ნებისმიერ მატყუარას, რომელიც ხელს მის პირში ჩადებს, ან, ზოგადად ნებისმიერს, ვინც სიცრუეს წარმოთქვამს. იგი კვლავ იზიდავს ბევრ მნახველს, რომლებიც ხელს ნიღაბის პირში ათავსებენ.
უზარმაზარი მარმარილოს ნიღაბი დაახლოებით 1 300 კგ-ს იწონის და სავარაუდოდ ასახავს ზღვის ტიტანი ღმერთის ოკეანოსის სახეს. თვალები, ნესტოები და პირი ღიაა. ისტორიკოსები არ არიან დარწმუნებულნი, რა იყო დისკის თავდაპირველი დანიშნულება. შესაძლოა, იგი გამოიყენებოდა როგორც სადრენაჟო საფარი ახლომდებარე ჰერკულესის ვიქტორის ტაძარში, რომელსაც ჰქონდა ოკულუსი (მრგვალი ღია სივრცე სახურავის შუაში) პანთეონის მსგავსად. შესაბამისად, შიგნით შეიძლებოდა წვიმა მოსულიყო. ასევე ფიქრობენ, რომ საქონლით მოვაჭრეები მას იყენებდნენ ჰერკულესისთვის შეწირული საქონლის სისხლის გასაწოვად.
სიმართლის პირი წარმოდგენილი იყო, როგორც თემა ისტორიულ ევროპულ ხელოვნებაში. გერმანელმა მხატვარმა ლუკას კრანახ უფროსმა რენესანსის პერიოდში შექმნა ორი ნახატი, რომელზეც გამოსახულია ქალი, რომელიც თავის ხელს დებს ლომის ქანდაკების პირში, მაყურებლების თვალწინ. ეს თემა დახატა ალბრეხტ ალტდორფერმა და გადააქცია ხის გრავიურად ჰოლანდიელმა გრავიურის ოსტატმა ლუკას ვან ლეიდენმა.
სიმართლის პირი ჩნდება 1953 წლის ფილმში "რომაული არდადეგები", ვინაიდან ჰეპბერნის და პეკის პერსონაჟები არ არიან გულწრფელნი ერთმანეთთან. რინდერტ კრომჰაუტის ნაწარმოებში "Het geheim van de afgebeten vingers" (მოკვეთილი თითების საიდუმლო), მატყუარა ბავშვების თითებს ცელით ჭრის ჩონჩხი, რომელიც ცხოვრობს კაპუცინების კრიპტაში სანტა-მარია-დელა-კონჩეციონე-დეი-კაპუჩინიში. გარდა ამისა, იგი გამოჩნდა ანიმე JoJo's Bizarre Adventure-ის პირველი სეზონის მე-14 ეპიზოდში.
არსებობს Bocca della Verità-ს რამდენიმე რეპლიკა და წარმოებული ნამუშევარი. სრული ზომის რეპროდუქცია დგას კალიფორნიის ალტა-ვისტას ბაღებში და ჟიულ ბლანშარის ერთ-ერთი ქანდაკება პარიზის ლუქსემბურგის ბაღში გამოსახავს ქალს, რომლის ხელიც ქანდაკების პირშია. მონეტებით მომუშავე მკითხავი აპარატები შემუშავებულია და დამონტაჟებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ერთი გამოფენილია სან-ფრანცისკოს მექანიკის მუზეუმში.
Bocca della Verità: სქოლიო
↑ Henry V. Bender (1985). The Civilization of Ancient Rome: An Archaeological Perspective, Beginnings to Augustus. University Press of America, გვ. 58. ISBN 978-0-8191-5082-0 - იყიდეთ ეს წიგნი.
↑ John Henry Middleton (1892). The Remains of Ancient Rome. A. and C. Black, გვ. 195.
↑ Property From An Important European Private Collection - Lucas Cranach the Elder.
↑ Telkers, Anne (18 May 2001). "De eerste beursdag in Turijn". Boekblad. ციტირების თარიღი: 25 March 2015.
↑ BOCCA DELLA VERITA' facts and history. Dpsusa.com. ციტირების თარიღი: 2012-12-20
↑ Nolte, Carl. (27 February 2002) Old and in the way / The Musee Mecanique will soon be history. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: 19 November 2016